სკოლის შინაგანაწესი

მუხლი 1.
შინაგანაწესი და მისი მიზნები:
გელათის საჯარო სკოლის შინაგანაწესი განსაზღვრავს სკოლაში შრომის განაწესს და მიზნად ისახავს:
ა) შრომის დისციპლინის დაცვას
ბ) სკოლასა და სკოლაში დასაქმებულ მუშაკთა და მოსწავლეთა შორის ურთიერთობის მოწესრიგებას;
ც) სკოლის მუშაკთა და მოსწავლეთა უფლებებისა და თავისუფლებების ხელშეწყობას;
დ) შრომის სამართლიან ანაზღაურებას.
ე) შკოლის მუშაკთათვის სამუშაოს უსაფრთხო და ჯანსაღი პირობების შექმნას
ფ) სამსახურში ეთიკური ნორმების დაცვის უზრუნველყოფას
მუხლი 2.
შინაგანაწესის წყაროები
წინამდებარე შინაგანაწესი შედგენილია ,,საქართველოს კონსტიტუციის’’, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ’’ კანონის, ,,საქართველოს შრომის კოდექსის’’, ,,ზოგადი განათლების შესახებ’’ კანონის, საჯარო სკოლის წესდების საფუძველზე;